გორის მერია: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
გორის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მათივე ცნობით, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები გორი მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.
“შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობასთან შეხვედრები 27 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა”,- წერია ინფორმაციაში.