ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
„ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა – რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო“, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყალსადენის მილი, ასევე შიდა ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები.
„სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. 2025 წელს სოფელ ზერტში ასევე დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით მოეწყობა 2 600 მეტრი გზის საფარი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 791 230 ლარია. ზერტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.