ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული კედლის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა/გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა მოაჯირი და დეკორატიული განათება. ჯამში 408 მეტრი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. რომლის ღირებულება შეადგენს 262475 ლარს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები