დაბა ახალდაბაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა
„დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობას. სკვერში განხორციელდება საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები. დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები, ფანჩატური, საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყობა გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელი.
,,ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მერმა.
„ასევე, მოეწყობა მინი სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა.
მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეების მოწყობაა. სკვერის და სპორტული მოედნის მოწყობისთვის თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.