ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

მიმდინარე წელს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ტიმოთესუბანში, ციხისჯვარში, დაბა წაღვერში, დაბა ახალდაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე და ე.წ ნეძვის გზის და ბორჯომში რაზმაძის ქუჩაზე.
“დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები , რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები