ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა
ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.
ინფორმაციისთვის, ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.