სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
“მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე სოფლების: იტავაზის, არგვეთის, სავანის და იცქისის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლებისთვის საჭირო პროექტებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შემდეგზე შეჯერდნენ:
იტავაზაში გოგობერიშვილების საუბნო გზის მოწყობა გადაწყდა, არგვეთში – გარე განათება, სავანეში – სანიაღვრეების მონტაჟი, ხოლო იცქისში მოსახლეობამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა აირჩია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იტავაზისა და არგვეთისთვის გამოყოფილია 16 000–16 000 ლარი, სავანესთვის – 20 000 ლარი, ხოლო იცქისისთვის 12 000 ლარი.
მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გაიმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.