ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა – არიან დაღუპულები
ასურეთთან, საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი დაიღუპა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.