2023 წელს საქართველოში 56 ბავშვი გაშვილდა – როგორია გასული წლების სტატისტიკა
2023 წელს საქართველოში 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის 4 შშმ ბავშვია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის, გაშვილების მოლოდინში ამ სტატუსის მქონე 146 ბავშვი რჩება. აქედან 113 განსხვავებული შესაძლებლობის მქონეა.
ამავე სტატისტკური წყაროს თანახმად, მშვილებელ პირთა რაოდენობა 1 975-ს შეადგენს.
სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო, მათგან 60 გაშვილდა.
2021 წელს ეს მონაცემი 175-ს შეადგენდა, რომელთაგან 25 გაშვილდა.
ხოლო 2020 წელს 196 ბავშვიდან 34, მათ შორის 2 განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი გაშვილდა.