მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
“მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“საუბარია შემდეგ პროექტებზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტში ჩიხების რეაბილიტაცია;
ბორჯომში მესხეთის ქუჩის N146 ა და 146 ბ-ში არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია;
ბორჯომში რუსთაველის ქუჩის N 91-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი მოლითიდან სოფელ ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ( ერთი მონაკვეთი); ბორჯომში ე.წ ცოფიანი ღელეს არხის მოწყობა; ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.