ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
“პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით დაფინანსდა. ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრია. ხიდზე მოეწყო ასევე განათება.
დასრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” წევრი ჯუმბერ იზორია გაეცნენ. მიმდინარე წელს საავტომობილო ხიდები ასევე ჭვილიშსა და გარახაში აშენდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.