გოგი მეშველიანმა ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  ბოლნისის დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გავმართეთ. თანამოქალაქეებმა პირადი საჭიროებები გამიზიარეს. ვიმსჯელეთ გამოწვევების დაძლევის გზებზე. ჩვენთვის მოქალაქეებთან უშუალო და აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. სწორედ მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ განვსაზღვროთ პრიორიტეტები და შევაფასოთ თითოეული პროექტი თუ პროგრამა, როგორ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე”, –  განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები