ლანჩხუთის მერმა, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

-“დღეს ის ოჯახები გავახარეთ, რომლებსაც ჩვენი ყურადღება და გვერდით დგომა განსაკუთრებით სჭირდება. მინდა მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო თითოეულ მათგანს – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

მათი ცნობით, საახალწლო საჩუქრების დარიგება ამ დღეებში კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში 100-მდე ოჯახი მიიღებს.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები