გორში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ათეულობით დასასვენებელი და გასართობის სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია დაიგეგმა. პროექტების ნაწილი დასრულებული, ნაწილი მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“სკვერების მოწყობა დაიგეგმა სამებისა და პეტრიაშვილების ქუჩების მიმდებარედ, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, სტალინის გამზირის #5-ის მიმდებარედ, მუმლანთკარში, ციცაგიაანთკარში, დიცში, ზემო სობისში, ქვემო სობისსა და ხიდისთავში.
არსებული სკვერების რეაბილიტაცია ხორციელდება სამადაშვილისა და კეცხოველის ქუჩების მიმდებარედ, ცხინვალის გზატკეცილი #41 – ის მიმდებარედ, ფლავისმანში, აძვში, ქვეში, ვარიანში, ზერტში, ფაბრიკში, ბეთლემში, დიდი გორიჯვარში, ტინისხიდში, თედოწმინდაში, ერგნეთსა და შერთულში
ატრაქციონების მონტაჟდება ფლავისმანში, ციცაგიაანთკარში, ბეთლემში, ხიდისთავში, სათბურის დასახლებაში, ვარიანის მეურნეობში, ზეღდულეთში, ქვემო შავშვებსა და ნადარბაზევში.
სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილი კი პროგრამების – “სოფლის მხარდაჭერისა” და “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში ფინანსდება. თითოეული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალიაწინებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.