ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში სახალხო დღესასწაული „კოსტაობა” გაიმართა
“15 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში, ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 164 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კოსტაობა” გაიმართა”, – ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
“ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, ქართული და ოსური სამზარეულოს კერძების დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხალხური რეწვის ნიმუშებს. დღესასწაულის ფაგლებში გაიმართა შეჯიბრი დოღში და ჭიდაობაში. საღამო, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტით დასრულდა.„კოსტაობას” მუნიციპალიტეტის მერთან ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თამაზ ბესტაევი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.