ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ, ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
“ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სოფელ ლიხეთის, ურავის, ჭელიაღელისა და ნიკორწმინდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები და სხვადასხვა სახის აქსესუარები გადაეცათ.
საჩუქრები ბავშვებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან, მოადგილეებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად გადასცა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ასევე ადგილზე გაეცნენ ბაღებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მოისმინეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული სხვადასხვა საჭიროებები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.