დიდ ჯიხაიშში დოღი ჩატარდა

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, დიდ ჯიხაიშში ღვთისმშობლობის დღესასწაულზე დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხედრები იღებდნენ, ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დოღი ხუთ სახეობაში გაიმართა და გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ. მარულა- გიორგი ცინცაძე. შერეულ სისხლში 1400 მეტრზე- გიორგი ცინცაძე. 2 წლიან ცხენებში 1000 მეტრზე- გიორგი ფოფხაძე.
ნახევრადსისხლიანებში 1600 მეტრზე- ლიზი ხოფერია ადგილობრივი ჯიშის ცხენებში 1200 მეტრზე – მხედარი  გაბრიელ ბენიძე. გამარჯვებულებს  მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები