დღეს ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს

დღეს ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

“მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ჩატარდა მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე, მოეწყო საჩვენებელი საიუბილეო მხატვრული გამოფენები, სპორტული გამოსვლები.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში გაიმართა ქუთაისის ფოტო-კინო მეზეუმის ექსპონატების, ნიკოლაძისეული მემორიალური ნივთებისა და უცნობი ფოტოების გამოფენა.

ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი.

20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ფოთელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი“; ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე.

გიწვევთ დღესასწაულზე ნიკოს ქალაქში!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები