სტეფანწმინდაში გორელი ახალგაზრდებისთვის ალპინისტური ექსპედიცია მოეწყო

გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში ალპინისტური ექსპედიცია მოეწყო, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში ბიისის საზაფხულო ბანაკის მონაწილე ის აქტიური ახალგაზრდები ჩაერთნენ, რომლებიც განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ მოგზაურობითა და ალპინიზმით.

ექსპედიციის წევრებმა დაათვალიერეს სტეფანწმინდა, დარიალის ხეობა, გერგეთის სამების ეკლესია, ალპინიზმის მუზეუმი. გარდა ამისა, ახალგაზრდები შეხვდნენ ცნობილ ალპინისტებს, ნახეს დოკუმენტური ფილმები ქართული ალპინიზმისა და ქართველი ალპინისტების შესახებ. მოსწავლეებმა დაიპყრეს მწვერვალები „დედა ენა“ და „გოგებაშვილი“.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით განხორციელდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები