ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღრელსა და მინაძეში ახალი სპორტული მოედნები მოეწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობისა და  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით,  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება, ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

“ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე, ხელოვნურსაფარიანი  სპორტული მოედნების მოწყობა დასრულდა  სოფლებში ღრელსა  და მინაძეში.

განხორციელებული პროექტი,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და  საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ,  ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს და ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცეს.

სპორტული მოედნების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს,  ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები მოეწყო  სოფელ სხვილისში, ქალაქ ახალციხეში ტაბიძისა და რუსთაველის ქუჩებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ვალეში არსებულ მოედანს. ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე სოფელ სვირში და ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები