გოგი მეშველიანმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIV ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტი ორი მიმართულებით დაჯილდოვდა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIV ყოველწლიურ კონფერენციაში, სახელწოდებით „ფინანსების ეფექტური მართვა და ალტერნატიული წყაროებიდან რესურსების ათვისების დაგეგმვა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის“, ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხები და გაზიარებული იქნა უცხო ქვეყნების გამოცდილება.
მათივე ცნობით, კონფერენციის დასასრულს გაიმართა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის დაჯილდოების ცერემონია, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ორი პრიზი გადაეცა: წლიური ბიუჯეტის საუკეთესო შესრულებისთვის და ლიდერობა და მართვა საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებში.
„ვულოცავ მუნიციპალიტეტს ამ წარმატებას, ეს არის შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგი. კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ მერიის გუნდს”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა