ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ინიციატივით, საფეხბურთო კლუბ “მერცხალს” სპორტული ინვენტარი გადაეცა
ოზურგეთის “მერცხალის” ფეხბურთელებს, ვაკო ყაზაიშვილის ინიციატივით, დამატებითი სათამაშო ეკიპირება და სპორტული ინვენტარი, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ფეხბურთელის ძმამ, ბექა ყაზაიშვილმა და კლუბის ხელმძღვანელმა, ჯონი კალანდაძემ გადასცეს, ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
“მადლობას ვუხდით ვაკოს ამ ინიციატივისთვის, მშობლიური კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის.
ფეხბურთელის ძმამ შეხვედრაზე ოზურგეთის მერს და კლუბის ხელმძღვანელს პოზიტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.