გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტურქტურის მოწესრიგება გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ ტენდერი გამოაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“მალე დაიწყება:
გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ძმები რომელაშვილების ქუჩიდან რაგბის მოედნამდე – 235 მეტრი.
შარტავას ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია თოიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ჩიხამდე – 250 მეტრი.
ხიდისთავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია – 494 მეტრი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 701 220 ლარია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.