მცხეთას კიდევ ერთი ლამაზი ტურისტული სივრცე შეემატება

ღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელში, პომპეუსის ხიდის მიმდებარედ, მტკვარზე გადასახედი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს, ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“პროექტით გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა, მოაჯირისა და დეკორატიული სკამების ტრავენტინის ფილებით მოპირკეთება. სივრცე, დეკორატიული გარე განათებებით და ყვავილოვანი მცენარეებით შეივსება.

აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,თინნ ლაიფი“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 116 327 ლარია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები