13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა
დღეს 13 ივნისის სტიქიიდან რვა წელი გავიდა. ტრაგედიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება, ხოლო სტიქიის შედეგად, ათასობით მოქალაქე დაზარალდა.
სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.