მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება

მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცემენტი-ბეტონის საფარი მოეწყობა აბაშა-მარტვილის ცენტრალური გზიდან აგრარული ბაზრის მიმართულებით საავტომობილო გზაზე.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა.

ბანძაში გზის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 288 937 ლარი დაიხარჯება.  სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები