უკრაინაში დაღუპულ 2 ქართველს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ 2 ქართველ მებრძოლს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მიხეილ მაზანაშვილს – გორის რაიონის სოფელ ზერტში, დავით ქუჩუკიანს კი ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში დაკრძალავენ.

დავით ქუჩუკიანი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ის სამშობლოში 13 აპრილს ჩამოასვენეს. ერთი დღის შემდეგ საქართველოში გადმოასვენეს კიდევ ერთი დაღუპული მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი. არსებული ინფორმაციით, ის ბახმუტთნ ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.

უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 42 ქართველი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები