რიკოთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. მსუბუქი ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე შეძლებენ.

ტრაილერებისა და სატვირთო მანქანებისთვის კი რიკოთის გადავლა ნებადართულია მხოლოდ ღამის 9-დან დილის 06:00 სთ-მდე, რევერსულად.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ალტერნატიულ გზას, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქ თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ რიკოთზე მეწყრული პროცესი განვითარდა, რამაც გზაზე ლოდები ჩამოიტანა და სავალი ნაწილი ჩახერგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები