დმანისის მერმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა და ყვავილები და ტკბილეულის კალათები გადასცა.

“3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაულია, ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. საქართველოს ისტორია ქართველი ქალების, დედების სათნოების, თავდადების მაგალითია. ყველა დედას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და გახარებას”- ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები