“სათითაოდ გამოჰქონდა გულზე მიყრდნობილი ხატები” – ნინია ბარამიძე თურქეთში წასულ ერთ-ერთ მაშველზე
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მაშველები საქართველოს ყველა რეგიონიდან შეგროვდნენ.
მათ შორის არიან ლანჩხუთიდანაც, რომელთა გმირობასაც სამოქალაქო აქტივისტი, ნინია ბარამიძე იხსენებს:
“თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ლანჩხუთიდანაც წავიდნენ, სამაშველო სამსახურიდან.
თითოეულს მინდა, ვუსურვო მშვიდობით დაბრუნება.
მარცხნივ ფოტოზე გია ტუღუშია, ეს გმირი ადამიანი გავიცანი 2 წლის წინ, მეზობლის სახლი იწვოდა და სათითაოდ გამოჰქონდა გულზე მიყრდნობილი ხატები”, – წერს ნინია ბარამიძე.