როგორ ამინდებს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში

12-13 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ღამის საათებში ისევ ძლიერი ქარი იქნება შენარჩუნებული. 14-ში მკვეთრად შესუსტდება. ხოლო 15 იანვარს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქარი აღარ იქნება”,- ამის შესახებ “კვირას ” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, უნალექო ამინდები დასავლეთ საქართველოში 21 იანვრამდე იქნება შენარჩუნებული, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. მთიან ადგილებში ყინვებია ნავარაუდევი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 14 იანვარს, ღამით თოვა შეწყდება.
,,ღამის საათებში ყინვა ძლიერი აღარ იქნება”,- აღნიშნეს სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები