ჭიათურაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჭიათურაში საახალწლო ზეიმი გაიმართა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭიათურის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის მანძილზე სადღესასწაულო გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა,რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვალისწინებული.

“მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები,ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.პატარებს დაურიგდათ საჩუქრები.

ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქცია.

დღის განმავლობაში მსმენელების წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ.

მოგვიანებით გაიმართა ნოდიკო ტატიშვილის,სალომე ბაკურაძის, “თეატრალური კვარტეტის” და კვარტეტ „ჭიათურას” კონცერტი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა შეკრებილ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს მიულოცა შობა-ახალი წელი და საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ჭიათურისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის.

საახალწლო ღონისძიებებს ასევე მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, მოადგილე დავით ბიწაძე,ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სადღესასწაულო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები