გორში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
გორში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობების პარალელურად, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მიმდინარეობდა. დასკვნითი ღონისძიებაზე მოწვეულმა შემსრულებლებმა იმღერეს.
“ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს ნიკა ნიკვაშვილმა და ოპერის ორკესტრმა, ნუკრი კაპანაძემ, თემურ თათარაშვილმა, ნათია პერანიძემ, დათუნა სირბილაძემ, გიორგი მეფისაშვილიმა, კვარტეტმა “ავტოგრაფმა”, Georgian Six-მა, ეკა დოლიძემ და მარიამ როინიშვილმა.
კონცერტის მიმდინარეობისას მოსახლეობას ახალი წელი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მიულოცეს. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.