რუსთავში საახალწლო  საღამო ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა

რუსთავში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საშობაო სოფელში,  საახალწლო ღონისძიება და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილი რუსთაველების წინაშე, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სალხინო” სპეციალური პროგრამით წარდგა, ქართული კინომუსიკა გაჟღერდა ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგების შესრულებით, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სტუდია ,,ნამის” მომღერლებმა. პატარებს სანტა კლაუსმა საახალწლო საჩუქრები დაურიგა.
ახალი წლის ღამეს საზეიმო ღონისძიება რუსთავში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო განათებები, ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში საზეიმოდ, 10 დეკემბერს აინთო.
საშობაო სოფელი, რუსთაველებს საახალწლო ბაზრობით, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვითა და  სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით უმასპინძლა.
ქალაქის  თითქმის ყველა უბანში, რუსთავის თეატრის მსახიობებმა,  პატარებისთვის თოჯინური მიუზიკლი – ,,საშობაო ზღაპარი” წარადგინეს.
6 იანვარს კი შობის წინა ღამეს, პრემიერ მინისტრის ინიციატივის – ,,ახალი წლის დღეები საქართველოში” ფარგლებში, ანსამბლ ,,ქართული ხმებისა” და ჯგუფ ,,რეგიონის” მონაწილეობით კონცერტი, საშობაო ბაზრობა და პატარებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები