დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.
სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 12:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებსა და მრევლს დალოცავს.