გორის მერია 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა.

“გზები, გარე განათება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა – რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები