მეჯვრისხევის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამივე მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პირველ ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ვლადიმერ ჯოხაძე, მალხაზ ტიელიძე და ერთი არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.  „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”,- აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები