ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

“ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები