როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
19 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 19 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.