დღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად “კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”. ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.