პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო. რეგიონისთვის ასეთი პროფესიონალის, გულშემატკივრისა და ერთგული პატრიოტის დაკარგვა მძიმე დანაკლისია.
სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.