“მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ზღვაზე შტორმი და მთიან ზონებში მეწყერი” – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ აფრთხილებს.
“9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.