ფოთის მერიის დაფინანსებით,  საერთაშორისო პლენერი  “პალიტრა ფოთი 2022”  მიმდინარეობს 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პლენერს “პალიტრა ფოთი 2022” მასპინძლობს. 

პლენერი სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ათი დღის მანძილზე შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება.

პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს. 

საერთაშორისო პლენერი “პალიტრა ფოთი 2022” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები