საბავშვო გუნდი „ყოჩები ” კომპანია RMG-ის მხარდაჭერით მონაკოში გაემგზავრა და საქართველოს სახელით იასპარეზა

“ბოლნისის ყოჩები” და მათ ბაზაზე დაფუძნებული “დმანისის ყოჩების” აღსაზრდელი ანდრია ყულიაშვილი 4-8 მაისს, მონაკოს პრინცესას ეგიდით ჩატარებულ “Saint Devotees” ტურნირზე იმყოფებოდა. ტურნირში მონაწილეობა 17 ქვეყანამ მიიღო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მადლობას უხდის ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის მწვრთნელებს – შოთა მაღრაძესა და გიორგი აწყვერელს ახალგაზრდების მოტივაციისა და დმანისის მუნიციპალიტეტში სპორტის ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისთვის.
უახლოეს მომავალში, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე იგეგმება ღია ვარჯიშის ჩატარება, სადაც დასწრების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები