ონის მერიაში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა – რაზე ისაუბრა სერგი ხიდეშელმა სამსახურების უფროსებთან
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ყოველკვირეული თათბირი გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, სამსახურის უფროსებისგან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, გარდამავალი და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
“სერგი ხიდეშელმა მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითება მისცა.
ასევე, სამსახურის უფროსებს სფეროების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის წესის ჩამოყალიბება დაავალა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები – სამსახურის უფროსები, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს „ონის სერვის ჯგუფის“-ს დირექტორი, ნიკოლოზ მაისურაძე და შპს „ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.