როგორი ეპიდვითარებაა თბილისსა და რეგიონებში – 26 მარტის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 46, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53, კახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი -12, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 063 საიდანაც, 665 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 357, აჭარაში – 53, იმერეთში – 121.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში – 105, აჭარაში – 30, იმერეთში – 27. ხოლო, 13 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსის 1 645 959 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 615 166, გარდაიცვალა 16 704 პაციენტი.