საჩხერის მუნიციპალიტეტში პოლიკლინიკა განახლდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პოლიკლინიკის განახლებული შენობა მოინახულეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ქამუშაძემ, ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა განახლებული ფლიგელები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მშენებარე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი დაათვალიერებინა.
მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, აღნიშნული ბილიკი, მეტად მოსახერხებელი და ხელსაყრელია როგორც სამედიცინო ცენტრისთვის ისე პაციენტებისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს საერთო მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა სოფლის ამბულატორიები, მათი გამართული ფუნქციონირება, ტექნიკური აღჭურვა თუ თანამედროვე სერვისების დანერგვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობა ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდენ და სამომავლო გეგმები დასახეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები