„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, ნოკორნა, ნოჯა, ბულაჩაური, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს“
მათივე ინფორმაციით, 13:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ყუდრო, ზურაბები, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.