როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
28-30 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, რომელიც შენარჩუნდება ცალკეულ რაიონში. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
“29 იანვარს დღის ბოლოდან გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.
თბილისში 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 4, +6 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
31 იანვრიდან კი კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი”, – აცხადებენ სააგენტოში.