კოვიდგადატანილ მოზარდებსა და ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი 2,5- ჯერ მატულობს – ეკატერინე ბერიშვილი
ჯანდაცვის ექსპერტი, ეკატერინე ბერიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოვიდ გადატანილ ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკებზე საუბრობს.
“CDC-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი, 18 წლის და უმცროსი ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი 2,5- ჯერ მატულობს”, – წერს ეკატერინე ბერიშვილი “ფეისბუქზე”.
ჯანდაცვის ექსპერტი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.
“კორონავირუსით ინფიცირების და მასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებების თავიდან აცილება, ამ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციის და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვის გზით!”, – წერს ეკატერინე ბერიშვილი.